აშშ-ის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელი, ისრაელისა და პალესტინის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰედი ამრი, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰედი ამრი ისრაელის, პალესტინისა და გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმედით.

ისრაელში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ჰედი ამრი უკვე თელ-ავივშია.

"ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ისრაელისა და პალესტინის ხალხი იმსახურებს თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსების და კეთილდღეობის თანაბარ უფლებებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.