ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 576 ადამიანს დაუდასტურდა, 584 გამოჯანმრთელდა, ხოლო 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 329 407 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 918, გარდაიცვალა 4426 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%.
ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან 868 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 92, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 51, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 77, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 367, აჭარაში - 469, იმერეთში - 528.
მძიმე პაციენტი: 912, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 92, იმერეთში -152.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 207, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 4, იმერეთში - 13.
729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 - თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 657 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 711 პირი, აჭარაში - 1 732, იმერეთში - 1 401.