ჩინეთში ტორნადოს 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ტორნადომ ყველაზე მეტად ჰუბეის პროვინციის დედაქალაქი უხანი დააზარალა, სადაც სტიქიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 280-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტორნადო დაახლოებით 20:40 საათზე მოხდა. ქალაქში 27 სახლი დაანგრია, 130 კი დააზიანა.