ქალაქის საბჭომ 2022 წლისთვის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ცენტრში ავტომობილების მკვეთრი შემცირების გეგმა შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს მიერ შედენილი გეგმა კრძალავს ავტომობილებით მოძრაობას ოთხ ცენტრალურ უბანში და უპირატესობას ანიჭებს ველოსიპედით, ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.
ახალი სქემის თანახმად, პარიზში შეიქმნება ზონა დაბალი ტრაფიკით, შედეგად გაიზრდება უსაფრთხოება და ქუჩები ბევრად ეკოლოგიური გახდება.
დაბალი მოძრაობის ზონა შექმნის "ნაკლებად დაბინძურებულ, გამწვანებულ, უფრო მშვიდობიან და უსაფრთხო ქალაქს", - აცხადებს საბჭო.
გამონაკლისის სახით, პარიზის ცენტრში ავტობუსები და ტაქსები იმოძრავებენ. ეს ტრანსპორტი შშმ პირებსა და ადგილობრივ მოვაჭრეებს მოემსახურებათ. სქემა კიდევ უფრო დაიხვეწება, როცა პარიზის მცხოვრებლები ქალაქის ადმინისტრაციას სათანადო წინადადებებს მიაწვდიან.
პარიზის მერის მოადგილის განცხადებით, პარიზი უნდა შეიცვალოს და გაიზიაროს მადრიდის, რომის და ფრანგული ნანტის მაგალითი, სადაც ზოგიერთი რაიონი ტრანსპორტისგან დიდი ხანია თავისუფალია.