რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 85 286 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 13 948 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში..

ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 210 ადამიანი აიცრა.