იტალიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულებისთვის კარანტინი უქმდება

იტალიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კარანტინი უქმდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იტალიაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩასულებს, 16 მაისიდან 5 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, თუ მათ Covid19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.

იტალიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულებისთვის ეს ზომა მარტიდან მოქმედებდა.