აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ნაწილის ყოფილ ოფიცერს რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ს არმიის სპეცდანიშნულების ნაწილის ყოფილ ოფიცერს, „მწვანე ბერეტს“ რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას France24 ავრცელებს. 46 წლის პიტერ ძიბინსკიმ დანაშაული აღიარა.

გამოძიების ვერსიით, ყოფილი „მწვანე ბერეტი“ რუსეთთან 1995-დან 2011 წლის დასაწყისამდე თანამშრომლობდა და რუსეთის დაზვერვას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ მონაცემებს, მათ შორის აშშ-ის სოცდაცვის ჯარებსა და სპეცდანიშნულების შენაერთებზე ინფორმაციას გადასცემდა.