საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
კახა კუჭავას თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრაც.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი თავმჯდომარის რანგში ბრიუსელში გაიმართება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციას გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ სასონისთან. დარწმუნებული ვარ, იმ საინტერესო საუბრის შედეგებს, რომელსაც გამოვიტანთ, თქვენთვისაც და მოსახლეობისთვისაც იქნება საინტერესო. ასევე ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დეტალებს ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.