აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გამოცემული რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ბაიდენის გადაწყვეტილებით, გაუქმებულ გადაწყვეტილებებს შორის მოხვდა საიმიგრაციო საკითხები, ძეგლთა დაცვისა და ინტერნეტ-პლატფორმებისთვის დაწესებული შეზღუდვები.
გაუქმდა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ყველა პოტენციურ ემიგრანტს ევალებოდა მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მათ ამერიკის სამედიცინო დაზღვევის მისაღებად საჭირო პირობები აქვთ.
როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია მითითებული, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით "არ აკმაყოფილებდა შეერთებული შტატების ინტერესებს". ტრამპის მიერ 2019 წლის ოქტომბერი გამოცემული ბრძანების თანახმად, შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზით ჩასულ პირებს უწევდათ დაედასტურებინათ, რომ მათ სამედიცინო ხარჯებისთვის საკმარისი სახსრები ჰქონდათ.
ასევე გაუქმდა დადგენილება "ინტერნეტში ცენზურის აღკვეთის შესახებ".
გაუქმდა "ძეგლებისა და ქანდაკებების დაცვის შესახებ" ბრძანებაც, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი 2020 წლის 26 ივნისს მოაწერა და რომლის მიხედვითაც ვანდალური ქმედება სამართლებრივი დევნის საკითხი იყო.
ბაიდენმა ასევე უარი თქვა ამერიკელი გმირების ეროვნული ბაღის შექმნის იდეაზეც.