ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში

"უკრაინა ევროპაა... უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ში წერს.

"უკრაინა ევროპაა. ჩვენ ვართ ევროპელები, ევროპის ცენტრი და გული გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ჩვენ ეს დავამტკიცეთ მეიდანზე და ამას ვამტკიცებთ ყოველდღე, როდესაც ჩვენ ვცვლით ჩვენს სახელმწიფოს, ვქმნით დამოუკიდებლობას და ჩვენს მომავალს, ვიცავთ ევროპის აღმოსავლეთ საზღვარს. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში", - წერს ზელენსკი.