მანქანების იდუმალი სასაფლაო ფასანაურში - შთამბეჭდავი ფოტოები ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

ალბათ ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც გაუგია, რომ ფასანაურთან მდებარეობს ადგილი, სადაც ერთი შეხედვით, თითქოს დროა გაჩერებული. აქ მანქანების სასაფლაო მდებარეობს. ეს უცნაური ადგილი ფოტოგრაფებისთვის ერთგვარი თავგადასავალია, სადაც შეუძლიათ შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღონ.

ადგილზე ნახავთ გასული საუკუნის მოდურ მოდელებს. მანქანებს ერთი რამ აქვთ საერთო, მათი გამოყენება უკვე შეუძლებელია.

მანქანების რაოდენობა ასეულს აღწევს, მათ ყველას ერთი მფლობელი ექიმი ჯიმშერ პატაშურია. წლების წინ დაწყებული ჰობი, სერიოზულ კოლექციად აქცია.

მის კოლექციაში ნახავთ 1938 წელს გამოშვებული ოპელს, ბე-ემ-ვეს - ეს მანქანები უკვე ანტიკვარად ითვლება.

ამჯერად მანქანების იდუმალი სასაფლაო, ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ფოტოობიექტივში მოხვდა.