Tbilisi Pride: „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია

„დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია, - ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე წუთის წინ, „დედაენის ბაღში“, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავეთ გურამ ფალავანდიშვილი; დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“- აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.