იტალიის მთავრობამ კორონავირუსის შემაკავებელი ღონისძიებების, ახალი განკარგულება გამოსცა.
ახალი ნორმები 5 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მოქმედებს, ზომები კი რისკის ზონების მიხედვით განსხვავდება.
კერძოდ, სტანდარტული შეზღუდვები ეროვნულ დონეზე (მწვანე ზონა) ასეთია:
საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა
- 22.00სთ-დან 5:00 საათამდე დასაშვებია გადაადგილება სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
- მკაცრად რეკომენდირებულია ყველა ფიზიკური პირისათვის, მთელი დღის განმავლობაში, არ იმოგზაუროს საზოგადოებრივი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებებით, გარდა სამუშაოს, სწავლის, ჯანმრთელობის მიზეზებისა.
- სავალდებულო იქნება ავტო სერთიფიკატი საღამოს 10 საათის შემდეგ ეროვნული კომენდანტის საათის ფარგლებში.
- ავტო სერთიფიკატის მოდული შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ👇 https://www.interno.gov.it/.../modello_autodichiarazione
ბარები და რესტორნები
- კვების ობიექტების საქმიანობა (ბარების, კაფეების, რესტორნების, სანაყინეების, საკონდიტრო მაღაზიების ჩათვლით) დასაშვებია 5:00სთ-დან 18:00 საათამდე.
- 18:00 საათის შემდეგ აკრძალულია საკვებისა და სასმელის მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში;
- ნებადართულია სახლში გამოძახების სერვისი საღამოს 10 საათამდე.
დისტანციური სწავლების ზრდა
- უფროსკლასელებისთვის (scuole secondarie di secondo grado)100% ონლაინ სწავლება.
- დიდაქტიკური და საგანმანათლებლო საქმიანობა დაწყებითი კლასებისათვის გაგრძელდება სკოლაში, პირბადეების სავალდებულო გამოყენებით, ექვს წლამდე ასაკის ბავშვების გარდა. ნიღბის ტარება ბავშვებისათვის სავალდებულო იქნება მერხებთან ჯდომის დროსაც.
Smart working
მკაცრად რეკომენდებულია Smart working-ი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში.
ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღონისძიებების გაძლიერება
- ადგილობრივი ტრანსპორტისა და რეგიონალური სარკინიგზო ტრანსპორტისთვის დასაშვებია ტევადობა არაუმეტეს 50 პროცენტისა.
სავაჭრო ცენტრები დაიხურება შაბათსა და კვირას
- სავაჭრო ცენტრები დაიხურება დღესასწაულებსა და წინასადღესასწაულო დღეებში, გარდა სავაჭრო ცენტრებში არსებული აუცილებელი მაღაზიებისა, როგორიცაა აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები თამბაქოს და გაზეთების ჯიხურები.
მუზეუმების დახურვა
- მუზეუმებისა და სხვა კულტურული ინსტიტუტებისა და ასოციაციების გამოფენები შეჩერებულია.
ზომები მაღალი რისკის დონის რეგიონებისათვის (ე.წ. ნარინჯისფერი ზონები)
მოძრაობის ლიმიტი
- აკრძალულია ნებისმიერი გადაადგილება მაღალი რისკის დონის მქონე ადგილებში (მუნიციპალიტეტებს შორისაც), გარდა სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
ბარები და რესტორანები
- შეჩერებულია კვების ობიექტების საქმიანობა.
- დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი22.00 საათამდე.
- სურსათისა და სასმელის მაღაზიები რჩება ღია ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტობანზებზე საავადმყოფოებსა და აეროპორტებში.
საპარიკმახეროები და სილამაზის ცენტრები ღია რჩება.
ზომები უმაღალესი რისკის დონის რეგიონებისათვის (ე.წ. წითელი ზონები)
მოძრაობის ლიმიტი
- აკრძალულია ნებისმიერი გადაადგილება მაღალი რისკის დონის მქონე ადგილებში (მუნიციპალიტეტებს შორისაც), გარდა სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
- ნებადართულია დაბრუნება თქვენს საცხოვრებელ მისამართზე.
საცალო სავაჭრო საქმიანობისა და ბაზრების შეჩერება
- შეჩერებულია საცალო კომერციული საქმიანობა, გარდა საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მაღაზიებისა.
- იხურება ბაზრობები და ბაზრები, გარდა, მხოლოდ საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით.
- ღია რჩება საგაზეთო ჯიხურები, თამბაქოს მაღაზიები, აფთიაქები.
ბარები და რესტორნები
- შეჩერებულია კვების ობიექტების საქმიანობა
- დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი22.00 საათამდე.
სპორტი
- სპორტული საქმიანობა აკრძალულია, მათ შორის, სპეციალიზირებულ სპორტულ ცენტრებში.
- დასაშვებია სპორტული აქტივობა ინდივიდუალურად, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაცულ იქნება მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია სხვა პირებთან, რესპირატორული დამცავი პირბადეების გამოყენებით.
სკოლა: ბაგა ბაღი, ბაღი და დაწყებითი კლასები
- სკოლის გაკვეთილები ჩატარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მხოლოდ საბავშვო ბაღების, დაწყებითი და საშუალო კლასებისთვის. დანარჩენი მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება მხოლოდ დისტანციურად.
Smart working
- სახელმწიფო დამსაქმებლები ზღუდავენ პერსონალის ყოფნას სამუშაო ადგილზე, გარდა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევებისა, როცა სამსახურში გამოცხადებას საჭიროებს საგანგებო სიტუაციების მართვა.
საპარიკმახეროები და სილამაზის ცენტრები ღია რჩება.