ღაზას სექტორში დაჭრილები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტემ ღაზას სექტორში დღეს 10 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნა, რომლითაც ისრაელის ავიაერიშის შედეგად დაზარალებულები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანეს.
ღაზას სექტორიდან დაჭრილთა გამოსაყვანად ეგვიპტიდან კიდევ 5 სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნება. სამედიცინო დახმარების გასაწევად ეგვიპტის 3 საავადმყოფო გაამზადეს. ამის შესახებ წყაროებმა და ადგილობრივმა სამედიცინო წარმომადგენლებმა განაცხადეს.