საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17 მაისიდან ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 3 მიმართულებით, კვირაში 21 სიხშირით იფრენს.

ფრენები შესრულდება რიადი, ჯედა, დამამის მიმართულებით.