სტიქიის გამო, ინდოეთში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

შტორმის გამო, ინდოეთში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა. ძლიერმა ქარიშხალმა და კოკისპირულმა წვიმამ განსაკუთრებით კერალას შტატი დააზარალა.

ქარმა სახლებს სახურავები ახადა, ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. უამინდობის შედეგად ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.