ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსის ზედაპირზე ხომალდის დასმა შეძლო

ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსის ზედაპირზე ხომალდის დასმა შეძლო.

როგორც ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი CCTV იუწყება, დღეს, ჩინური მარსზე მავალი „ჟურონგი“ მარსის ზედაპირზე წარმატებით დაჯდა.

მისია Tianwen-1, რომელმაც მარსმავალი წაიღო, ჩინეთმა 2020 წლის ივლისში გაუშვა და მარსის ორბიტაზე 2021 წლის თებერვალში გავიდა.