კახეთში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა მძიმე დამწვრობა მიიღო

კახეთში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალი დაიწვა.შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მარტოდ მყოფმა ქალმა ოთახიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა, ქალი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.