ალაზნის არხში მანქანა გადავარდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ალაზნის არხში მანქანა გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიღუპა.

ინციდენტი სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლი მანქანის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ალაზნის არხში გადავარდა