ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში ინდური შტამი ჯერ არ არის დაფიქსირებული.

„ჯერჯერობით, არ გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჩვენი მონაცემებითაც და სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებითაც, ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას.