Sinopharm-ის ვაქცინის კიდევ რამდენ დოზას მიიღებს საქართველო

საქართველო წითელი ჯვრის მეშვეობით Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს, ხოლო ჩინეთში საელჩოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, 500 ათას დოზას შეიძენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა Sinopharm-ის ვაქცინას. თუმცა თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება.

რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, ასევე გიდასტურებთ, რომ დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება Sinopharm-ის ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის Sinopharm-სგან. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა“, - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.