Anadolu Agency-ს ინფორმაციით, თურქეთში COVID19-ის გამო დაწესებული 17-დღიანი სრული ჩაკეტვის რეჟიმი დასრულდა.
როგორც სააგენტო წერს, 17 მაისიდანვე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის 15-დღიანი პერიოდი დაიწყო, რომელიც პირველ ივნისს დასრულდება.
ახალი რეგულაციის ფარგლებში, სამუშაო დღეებში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, შაბათ-კვირას კი ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. სავაჭრო ცენტრებს სამუშაო დღეებში საქმიანობა დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ, შაბათ-კვირას კი დაიკეტება. საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები დაკეტილი დარჩება.