პრემიერი: ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება

საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც COVAX-თან, რომლის საშუალებითაც ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინები, არამედ თავად მწარმოებლებთან და ქარხნებთან, რომ კოვიდვაქცინის დამატებითი დოზები მიიღოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ივნისი-ივლისისთვის ელის Pfizer-ის დამატებით დოზებზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზაზე. პრემიერის თქმით, მას პირადად ჰქონდა საუბარი Pfizer-ის პრეზიდენტთან. ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს Sinopharm-ის და Sinovac-ის ქარხნებთან უშუალოდ, ასევე Moderna-სთან, Novavax-ის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

„ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებები და უახლოეს თვეებში მივიღებთ დამატებით. დოზებს. ასე რომ, ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.