აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 50-მდე პირი დააკავეს.
Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელებები მოეწყო ქალაქ პორტლენდშიც, სადაც პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა და პიროტექნიკა, უროები და ცეცხლსასაროლი იარაღი ამოიღო.
დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ატლანტაში, დეტროიტსა და ოკლენდშიც.