ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვის წესები იცვლება და სხვა ოჯახებთან კონტაქტი, მათ შორის ჩახუტება, ადამიანის პირად არჩევანზეა დამოკიდებული

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ხალხმა უნდა განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა კორონავირუსის შეჩერებაში, რადგან ინგლისში, უელსსა და შოტლანდიის უმეტეს ნაწილში ლოკდაუნის წესები გამარტივდება. ამის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა.

მისი მიხედვით, მილიონობით ადამიანს ახლა შეუძლია გადაეხვიოს ახლობლებს და კვლავ ეწვიოს ბარებსა და რესტორნებს. ასევე გაუქმდა უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვა და შეიცვალა ახალი წესებით. თუმცა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ყველას მაინც სიფრთხილე სჭირდება. ამასთან, საჭიროა კვირაში ორჯერ ტესტირება.

ინგლისში: სოციალური დისტანციის დაცვის წესები იცვლება და სხვა ოჯახებთან კონტაქტი, მათ შორის ჩახუტება, ადამიანის პირად არჩევანზეა დამოკიდებული; შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტები, რომელიც შედეგს 30 წუთში იძლევა, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აქვთ. უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ისინი ხელმისაწვდომია გარკვეული ადამიანებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია.

ბარებსა და რესტორნებში მომხმარებლები მომსახურებას შიდა სივრცეშიც მიიღებს. მუზეუმების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი მოედნების, თეატრების, საკონცერტო დარბაზებისა და სპორტული სტადიონების გახსნა შეიძლება, ისევე როგორც სასტუმროების.

დიდი ბრიტანეთში გასულ 24 საათში, კორონავირუსის 1,926 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 7 აპრილიდან ამერიკული Moderna-თი დაიწყო, მანამდე კი, ასევე იყენებდნენ Pfizer-ს და Astrazeneca-ს.