პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა, მათ შორის, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდა.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საუბარია პოლონეთის რესპუბლიკაში რუსეთის საქმიანობისთვის აუცილებელ მონაცემებზე.

დაკავებულმა ბრალი აღიარა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.