ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის 3 მობინადრეს და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
პანსიონატში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, კიდევ რამდენიმე პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 98 ბენეფიციარი ცხოვრობს.
დაწესებულების ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ინფექცია გავრცელდა ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული თანამშრომლისგან, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა.
ხანდაზმულთა პანსიონატები იმ სამიზნე ჯგუფებშია, სადაც ტესტირება გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს.
საქართველოში დღეს დილით დადასტურებული 2401 შეთხვევიდან 368 იმერეთის რეგიონშია.