აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, აშშ-სა და ისრაელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იარაღის მიყიდვის შეთანხმება უკვე დაამტკიცა.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელი აშშ-სგან მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და სპეციალურ შეიარაღებას შეიძენს.