საქართველოში „Pfizer-ის“ მილიონი დოზა ვაქცინა მესამე კვარტალში შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
მისი თქმით, მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს.
საქართველოში Asrtazeneca-თი ვაქცინაცია 15 მარტიდან, Pfizeri-ით 30 მარტიდან, Sinopharm-ით კი, 4 მაისიდან დაიწყო.