საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მმართველი პარტიისა და პარლამენტში შესული ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეჯერება, მისასალმებელია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.
"მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!
მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.
საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.