COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 562 ადამიანს დაუდასტურდა, 1 490 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 332 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 312 349, გარდაიცვალა 4 499 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.

ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან 893 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 432, აჭარაში - 473, იმერეთში - 549.

მძიმე პაციენტი: 917, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 98, იმერეთში -160.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 212, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 7, იმერეთში - 16.

662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 - თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 673 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 025 პირი, აჭარაში - 1 462, იმერეთში - 1 790.