18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინი, ჯამში 93 305 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი განცხადებით, სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 4 045-მა ადამიანმა გაიკეთა.