ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან საუბრისას ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულების გზები განიხილა. ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა Twitter-ში დაწერა.

"სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულებასა და დაძაბულობის განმუხტვაში.

გარდა ამისა, გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები კონფლიქტის დინამიკის შესაცვლელად და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივის აღსადგენად“, – წერს ბორელი.