აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს. საგადასახო დეკლარაცია გამოაქვეყნა ვიცე-პრეზიდენტმა კამილა ჰარისმაც.
საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს ჯო ბაიდენმა შემოსავლების სახით 607 336 დოლარი მიიღო და 157 414 დოლარის ფედერალური საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა.
ნიშანდობლივია, რომ ბაიდენების შემოსავლები გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა – 2019 წელს ოჯახის ჯამური შემოსავალი $985 223 დოლარს შეადგენდა.
პრეზიდენტის ოჯახის ძირითად შემოსავალს გასულ წელს შეადგენდა საპენსიო ფონდიდან მიღებული დანაზოგი, ასევე წიგნებიდან და გამოსვლებიდან მიღებული ჰონორარები. თავიანთი შემოსავლის დაახლოებით 26 % ბაიდენებმა გადასახადის სახით ფედერალურ ბიუჯეტში ჩარიცხეს, ხოლო 5% - დელავერის შტატისაში, სადაც წყვილი თეთრ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.
გარდა ამისა, 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შემოსავლების 5% (30 000 დოლარი) ქველმოქმედებაზე დახარჯეს.
ბაიდენის ამჟამინდელი ხელფასი 400,000 დოლარია.
ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და მისმა მეუღლემ, დაგ ემჰოფმა 2020 წელს, დაახლოებით 1,695,225 დოლარი მიიღეს.
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოჯახის შემოსავლის უდიდეს ნაწილს შეადგენდა მისი მეუღლის, მასმედიისა და გასართობი ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე იურისტის, დაგ ემჰოფის, მიერ მიღებული ჰონორარი. ფედერალური გადასახადების სახით კი მათ 621,893 დოლარი გადაიხადეს.
27 006 დოლარი ჰარისმა ქველმოქმედებაში დახარჯა.
ჰარისმა 359 000 დოლარი ავანსის სახით მიიღო თავისი წიგნისთვის, „ჩვენ ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენ ფლობთ“.