The Moscow Time-ის ინფორმაციით, აშშ-ის გენერალურმა კონსულმა ეკატერინბურგში თანამდებობა და ქვეყანა დატოვა, მას შემდეგ, რაც ოფიციალური ვაშინგტონი ამცირებს საელჩოში საკონსულო მომსახურეობებსა და ოპერაციებს.
აპრილში აშშ-მ შეაჩერა სავიზო მომსახურება, ისევე როგორც აშშ-ს მოქალაქეთა მომსახურება ეკატერინბურგსა და ვლადივასტოკში, რის გამოც აშშ-ს საელჩო მოსკოვში დარჩა, როგორც ქვეყნის ერთადერთი დიპლომატიური მისია რუსეთში.
გენერალურმა კონსულმა იმედი გამოთქვა, რომ ეკატერინბურგში დიპლომატიური მისიის მუშაობა სწრაფად განახლდება.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში, აშშ-ს საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშულს საფუძვლად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უდევს, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაიდოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა.
ცნობისთვის, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.
რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვში აშშ-ს საელჩო იტყობინებოდა, რომ 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებდა.