Sinovac-ით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. Sinovac-ი ელოდება ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს Sinovac-ის შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია.
ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, ამიტომ Sinovac-ით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.