მოსალოდნელია, Covax-ის პლატფორმიდან საქართველომ მოკლე ხანში Novavax-ისა და Johnson & Johnson-ის დოზები მიიღოს, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ასევე Pfizer-ის დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა Sinopharm-ის დამატებითი დოზების მიბილიზებაზე. ეს ყველაფერი საბჭოსთან შეთანხმდა. ასევე გასული კვირის განმავლობაში Novavax-ის და Moderna-ს ვაქცინების მობილიზებაზე. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში აცრა სულ სამი ვაქცინით მიმდინარეობს, ესენია: Pfizer-ი, Sinopharm-ი და AstraZeneca.