"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობა სურს, თუმცა, თუ ოპოზიცია მას საერთო კანდიდატად შეარჩევს, მისთვის უკეთესი იქნება, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"თუ შემოთავაზება იქნება, თანახმა ვარ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ვიყო. ისედაც ვაპირებ, კანდიდატად რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.