ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება

Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება.

4 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს.

ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო