კახა კალაძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მერმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.