აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ბენი განცთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი დაიცვას საკუთარი თავი და მშვიდობიანი მოსახლეობა. მან მწუხარება გამოთქვა ისრაელისა და პალესტინის უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვის გამო. ლოიდ ოსტინმა მხარდაჭერა გამოუცხადა კონფლიქტის დეესკალაციისა და სიმშვიდის აღდგენას“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.