ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ტანზე მომდგარ ჯინსებს და ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას კრძალავს

გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდებს შორის "კაპიტალისტურმა გავლენამ" შეიძლება მისი რეჟიმის დამხობა გამოიწვიოს და ამიტომაც მან გარკვეული ზომები მიიღო.

ის შიშობს, რომ „დასავლური ღირებულებები უარყოფითად აისახება ახალგაზრდობაზე, რაც მის რეჟიმს ნესტიანი კედელივით დაანგრევს“ სწორედ ამიტომ, მან მომდგარი ჯინსებისა და ექსტრავაგანტული ვარცხნილობის ტარება აკრძალა.

გამოცემა წერს, რომ ის მომდგარ ჯინსებსა და ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას ,,კაპიტალისტური წყობის" ცხოვრების წესად განიხილავს.

Mirror-ი ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ კიმმა, რომელიც სულ უფრო მეტად ღელავს მისი რეჟიმის დამხობის გამო, მანამდე გამოაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც უცხოურ მოდას მისდევენ ბანაკებში უნდა გაგზავნონ.