Reuters-ის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე 600 ათასი ბავშვი აიცრა.
როგორც გამოცემა წერს, ბავშვები Pfizer-ით აიცრნენ. ეს ერთადერთი ვაქცინაა, რომელსაც ქვეყანაში ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია აქვს.
ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მაისში დაუშვა.