Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის რადამ ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეფანოვის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. სტეფანოვს ედავებიან, რომ მან პანდემიის დროს ვაქცინების საჭირო რაოდენობის .მომარაგება ვერ შეძლო.
მინისტრის გადადგომას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ ქეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.
"მთავარი ამოცანა, რომლის პირისპირაც მინისტრი 2021 წელს იდგა, აცრა და ამ წლის პირველ ნახევარში უკრაინის საკმარისი რაოდენობით ვაქცინებით უზრუნველყოფაა. ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი ძალიან ნელა მიდის". – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა პარლამენტში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 41 მილიონიანი მოსახლეობიდან ვაქცინის პირველი დოზა 948 330 მოქალაქეს აქვს გაკეთებული.