აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ისლანდიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. ეს ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის პირველი ორმხრივი შეხვედრა იქნება.
შეხვედრა არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.
არქტიკულ საბჭოში რვა ქვეყანა - კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი და აშშ შედიან.
ცნობისათვის, 13 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.