საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
გენერალურ პროკურორთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის სხვა თანამშრომლები აიცრნენ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ეტაპობრივად აიცრებიან.