საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესეული შეზღუდვები შემსუბუქდა.
BBC-ის ინფორმაციით, გაიხსნა ბარები, რესტორნები და კულტურული სივრცეები.
როგორც ცნობილია, რესტორნის გარე სივრცეებში, ტერასებზე 6-მდე ადამიანს შეეძლება სადილობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია დაჩქარდა, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მინიმუმ ვაქცინის ერთი დოზა და თითქმის 9 მილიონმა მიიღო ორივე.
ცნობისთვის, საფრანგეთში კაფეებმა და რესტორნებმა მომხმარებლების მომსახურება ექვსთვიანი დახურვის შემდეგ განაახლეს.