თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გარდაიცვალა მემანქანე ანდრო ხიხაძე, კაცი, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა 1966 წელს, თბილისის მეტროს გახსნის დღეს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ღრმა მწუხარებით აცხადებს, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მეტროს ღვაწლმოსილი ვეტერენი თანამშრომელი ბ-ნ ამბროსი (ანდრო) ხიხაძე.
ბატონი ანდრო იყო ერთერთი ის მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს 1966 წლის 11 იანვარს.
ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი….“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში
წლების წინ ბატონი ანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ ელმავლის მემანქანეობაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა.