AFP News Agency-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ.
ამ მომენტისათვის ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ე.წ. „კოვიდპასპორტების“ შემოღებასთან დაკავშირებით.