Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 20 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყება.

"20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.